ლიგის თასის ორი 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის 1/8 ფინალური შეხვედრები პატრულისა და ბაქსვუდის დაპირისპირებით დასრულდა. სანახაობრივ მატჩში პატრულმა მეტოქე 5:2 დაამარცხა და ¼ ფინალურ ეტაპზე ნატახტარს დაუპირისპირდება, რომელმაც McGill-ს 6:4 მოუგო.
ტიტულს ვეღარ დაიცავს თასის მფლობელი პსპ, რომელიც 1/8 ფინალში საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში 6:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. საქართველოს ფოსტის მოწინააღმდეგე შემდეგ ეტაპზე TTC იქნება, რომელმაც დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებლად, ანგარიშით 4:2 დაამარცხა ტვ იმედის გუნდი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი არმიას შეხვდა, მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით 5:2 დასრულდა, შესაბამისად, არმიამ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა და სადაც კროკობეთი RS- ის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
¼ ფინალურ ეტაპზე მეტოქეს ელოდება აჭარაბეთი, რომელმაც ვითიბი ბანკი 5:2 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე "ბუკმეიკერთა" მეტოქე სფფ გლდანს შორის გამარჯვებული იქნება.
თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის მომდევნო შეხვედრები 9 მაისს გაიმართება, სადაც კროკობეთი RS-ს, სფფ კი გლდანს დაუპირისპირდება.