საკვალიფიკაციო ლიგის სატურნირო ცხრილში CAI გალიდერდა!

ყველა სიახლე
05 მაისი 2019

საკვალიფიკაციო ლიგის სატურნირო ცხრილში CAI გალიდერდა!

თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში  დასრულდა საკვალიფიკაციო ლიგის  ორი შეხვედრა. სათამაშო  დღის პირველ და  საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ტურის  შეხვედრაში კავკასუს ავტო იმპორტის გუნდი ბეთლაივს შეხვდა  და  დიდი ანგარიშის სხვაობით 5:1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის  რიგებიდან  პოკერით ლაშა ჯოხაძე გამოირჩა. „ბუკმეიკერებიდან“ კი ერთი გატანილი გოლი ნიკოლოზ ცხომელიძის ანგარიშზეა. შესაბამისად  ლიგის სატურნირო ცხრილს CAI ლიდერობს.

საკვალიფიკაციო ლიგის  მეორე ტურის  შეხვედრაში ჰუავეის გუნდმა  დამაჯერებლად  დაამარცხა ნინოწმინდის ფარვანა 4:1 და  ლიგაზე  სადებიუტო ქულები მოაგროვა.  გამარჯვებულ გუნდს სამი გოლი ბექა ტოროშელიძემ მოუტანა, ერთი გოლი კი თორნიკე ბარამიძის ანგარიშზეა.ფარვანას ფეხბურთელებიდან ერთადერთი გოლი ჰოვჰანეს მოსოიანმა გაიტანა.

საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ტურის სხვა შეხვედრები 12 მაისს ჩატარდება,სალიზინგო კომპანია მაჯორელს დაუპირისპირდება,ქვიქ ტესტი კი ლიდერბეთს. 



  © SBM, 2016-2024