პსპ, ვითიბი ბანკი და ტვ იმედი ლიგის თასის გათამაშებას გამოეთიშნენ!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის 1/8 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრებში აჭარაბეთმა ვითიბი ბანკის გუნდი დამაჯერებელი ანგარიშის სხვაობით 5:2 დაამარცხა, გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი „ბუკმეიკერთა" გოლკიპერმა დავით თურმანიძემ შეასრულა ამ მოგებით აჭარებეთი 1/4 ფინალში ითამაშებს, სადაც სფფ vs გლდანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ლიგის თასის მოქმედი ჩემპიონი პსპ საქართველოს პოსტას დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში 6:5 დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა და შესაბამისად ტიტულის დაცვას ვეღარ შეძლებს. საქართველოს ფოსტის მეტოქე მეოთხედფინალში TTC იქნება, რომელმაც დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებლად, ანგარიშით 4:2 დაამარცხა ტვ იმედის გუნდი.
ლიგის თასის გათამაშებამ სტარტი ნატახტარი McGill-ს დაპირისპირებით აიღო. მატჩი ნატახტარის გამარჯვებით ანგარიშით 6:4 დასრულდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ვეშაპიძე, საქართველოს ფოსტა: „ველოდებოდით დაძაბულ თამაშს და სწორედ ასეთი გამოდგა. ორივე გუნდი იბრძოდა არაფერს ვუთმობდით ერთმანეთს.ალბათ მეტად მოვინდომეთ და პენლებისსერიაში მოვიგეთ. ვთვლი, რომ ღირსეულად გავედით, უფრო მეტი მომენტები გვქონდა, ფორტუნაც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.“
თასის სხვა შეხვედრებში არმია SSPS-ს, პატრული კი ბაქსვუდს დაუსპირისპირდება.
მომდევნო ეტაპზე გასული გუნდების ვინაობას, ერთ მატჩიანი დაპირისპირება წყვეტს.