ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშებამ სტარტი აიღო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასმა სტარტი ნატახტარისა და McGill-ს დაპირისპირებით აიღო. მატჩი ნატახტარის გამარჯვებით ანგარიშით 6:4 დასრულდა. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთ-რიკი ნატახტარის მოთამაშემ ლაშა თურმანიძემ შეასრულა, დუბლი გელა ჯინჭარაშვილმა გაიფორმა , ერთი ბურთი კი გიორგი მშვიდობაძის ანგარიშზეა.მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობას, ერთ მატჩიანი დაპირისპირება წყვეტს, შესაბამისად McGill-ი გათამაშებას გამოეთიშა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ლაშა თურმანიძე, ნატახტარი: „ძალიან დაძაბული და ამავე დროს სანახაობრივი თამაში გამოვიდა, ბევრი გოლი იხილა მაყურებელმა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ლიგის თასი გამარჯვებით დავასრულოთ,კარგი მეტოქე გვყავდა McGill-ის სახით, დღევანდელი შეხვედრა ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოვიგეთ, მეტი ვირბინეთ და მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ გამარჯვება."
ლიგის თასის გათამაშებაში, სუპერლიგის 8, ოქროს ლიგის 5, ვერცხლის ლიგის 2 და ბრინჯაოს ლიგის 1 გუნდი იღებს მონაწილეობას.
კენჭისყრის შედეგად, გუნდები ბრმა წილისყრით 1/8 ფინალში დაწყვილდნენ. ლიგის თასის სხვა შეხვედრებში ვითიბი აჭარაბეთს, პსპ საქართველოს ფოსტას, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ტვ იმედს, არმია SSPS-ს, პატრული კი ბაქსვუდს დაუსპირისპირდება.
დღევანდელი სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგის მატჩით დაიწყო კავკასუს ავტო იმპორტის გუნდი ბეთლაივს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:1 სძლია. ბრინჯაოს ლიგის ¼ ფინალურ დაპირისპირებაში კი შემდეგი ეტაპის საგზური ICR მოიპოვა, რომელმაც ზოომარტ ფიტნეს სთორს 7 მეტრიანი დარტყმების სერიაში 1:0 მოუგო.