TMC თსუ-ს ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა!

ყველა სიახლე
03 მაისი 2019

TMC თსუ-ს ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა!

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეორე ნახევარფინალური შეხვედრები თსუ-სა და TMC თბილისის დაპირისპირებით დაიწყო. „მედიკოსებმა“ დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება პირველივე ტაიმში შეძლეს და ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს. მატჩიც საბოლოოდ ამ ანგარიშით დასრულდა. TMC თბილისმა „უნივერსიტეტელებთან“  4:0 იმარჯვა. შეხვედრაში ორი გატანილი გოლით თემურ ექიზაშვილი გამოირჩა.

TMC-მ ამ შედეგით თსუ-სთან წონასწორობა აღადგინა და ახლა ორივე გუნდს თითო მოგება აქვს. შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ლიგის ნახევარფინალები სამ მოგებამდე გრძელდება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა თავზარაშვილი, თსუ: „პირველ რიგში, მოწინააღმდეგე გუნდს ვულოცავ გამარჯვებას. როგორც ჩანს, პირველი შეხვედრის შემდეგ გაანალიზეს საკუთარი შეცდომები და მომზადებულები გამოვიდნენ. შემდეგი მატჩისთვის ჩვენც ასე მოვიქცევით. დღეს მთავარი მინუსი ის გვქონდა, რომ მეტოქე სწორად ვერ შავაფასეთ და მათგან ნაკლებს ველოდით. ბევრი შეცდომა დავუშვით, რისთვისაც სათანადოდ დავისაჯეთ, მაგრამ მათ გამოსწორებაზე ვიზრუნებთ და ფინალისთვის ბრძოლას განვაგრძნობთ.“

თემურ ექიზაშვილი, TMC თბილისი: „წინა თამაშთან შედარებით უფრო მოტივირებულები გამოვედით. უკან დასახევი გზა არ გვქონდა - ეს თამაშიც რომ წაგვეგო თსუ დიდ უპირატესობას მოიპოვებდა. მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შევასრულეთ, რამაც შედეგი გამოიღო. გასული მატჩისგან განსხვავებით მომენტების რეალიზება შევძელით. მომდევნო შეხვედრაში აქცენტს ბურთის კონტროლზე გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დაძაბული ნახევარფინალი გველის წინ.“

მეორე ნახევარფინალური სერიის დასკვნითი მატჩი 4 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ერთმანეთს ადგილობრივი „მართვე“ და თელასი დაუპირსპირდებიან.



  © SBM, 2016-2024