საუკეთესო ოთხეული ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს!

ყველა სიახლე
24 აპრილი 2019

საუკეთესო ოთხეული ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს!

25 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის ნახევარფინალური სერია აიღებს.

საინტერესო და დაძაბული რეგულრული სეზონის შემდეგ საუკეთესო ოთხეული ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სამ მოგებამდე გრძელდება. თელასს, TMC თბილისს, თსუს და ქუთაისის მართვეს საქართველოს ჩემპიონობამდე მხოლოდ ორი, მაგრამ საკმაოდ მძიმე ნაბიჯი აშორებთ. მაყურებელი ნახევარფინალში ამ გუნდებისგან სანახაობრივ მატჩებს ელის. სერიის პირველი შეხვედრები ხუთშაბათს გაიმართება.

19:00 საათი / TMC თბილისი vs თსუ

მოქმედმა ჩემპიონმა, TMC თბილისმა, წრიული ეტაპი მეორე ადგილზე დაამთავრა. იგი 14 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა და ერთი ფრედ დაასრულა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი აქვს. ორი შეხვედრიდან “უნივერსიტეტელებმა” პირველი დიდი სხვაობით 7:1 დათმეს. ბოლო დაპირსპირებაში კი “მედიკოსებმა” 2:0 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარე ფუტსალის ლიგის გათამაშებას TMC მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთშია. თსუ კი გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს, სადაც არანაკლები ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა, მათთვის პრიორიტეტი, დიდი ალბათობით, ფუტსალის ლიგაა.

21:00 საათი / თელასი vs მართვე (ქუთაისი)

რეგულარული სეზონის გამარჯვებული, ვიცე-ჩემპიონი თელასი ნახევარფინალში ქუთაისურ გუნდს უპირისპრდება. “მართვე” პლეი-ოფში პირველად ითამაშებს. როგორც ბოლო მატჩის კომენტარებში აღინიშნა, გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს - წყვილში ფავორიტად “ენერგეტიკოსები” მიიჩნევიან, რაც “ქუთათურებს” გარკვეულ სტრესს ხსნის. ისინი მეტოქისთვის ლაღი თამაშის შეთავაზებას აპირებენ. ამასთანავე, “იმერლებმაც” TMC-ს მსგავსად ფუტსალის ლიგის თსის გათამაშება უკვე დატოვეს და მათი ძალები მთლიანად ჩემპიონატისკენაა მიმართული. ურთიერთშეხვედრებში “თელასს” აბსოლუტური უპირატესობა აქვს (8:2; 8:0), რაც იმაზე მეტყველებს, რომ “მართვეს” ნახევარფინალში მეტი ბრძოლა მოუწევს. აქვე ერთი საინტეერსო დამთხვევაც - "ქუთათურებმა" ფუტსალის ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 2017/18 წ.წ. სეზონში, სპორტის სასახლეში, სწორედ თელასის წინააღმდეგ გამართეს და ამჯერადაც მათი საპლეიოფო დებიუტიც, თელასთან, ისევ სპორტის სასახლეში შედგება.

TMC თბილისისა და თსუ-ს ცენტრალურ დაპირისპირებას მაყურებელი სილკ უნივერსალზე იხილავს. 21:00 სთ-ზე გასამართი შეხვედრის ყურება კი sbm.ge-ზე იქნება შესაძლებელი. თბილისის სპორტის სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!



  © SBM, 2016-2024