ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრები 26 მაისსა და 2 ივნისს გაიმართება!

ყველა სიახლე
21 აპრილი 2019

ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრები 26 მაისსა და 2 ივნისს გაიმართება!

ბრინჯაოს  ლიგის  ნახევარფინალისტების  ვინაობა ცნობილია. ¼ ფინალური ეტაპი GSE-მ, ზოოომარტ-ფიტნეს სთორმა, McGill-მა და საქართველოს ბანკმა წარმატებით დაძლია.

ლიგის  ¼ ფინალური სერიის განმეორებით შეხვედრაში GSE-მ  M2-ს დამაჯერებელი ანგარიშის  სხვაობით 7:0 სძლია. შვიდმეტრიანი დარტყმების  სერიაში  დაამარცხა რეგულარული სეზონის ერთ-ერთი ლიდერი  ICR  ზოომარტ - ფიტნეს სთორმა და  ნახევარფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე საქართველოს  ბანკი იქნება.

მარტივად მოიპოვა ½ ფინალური ეტაპის  საგზური McGill-მა, რომელმაც  ნაბეღლავს ორი მატჩის ჯამში დამაჯერებლად მოუგო.

ნახევარფინალურ წყვილში GSE  McGill-ს დაუპირისპირდება. ზოომარტ-ფითნეს სთორი საქართველოს ბანკს.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

შოთა ბათილაშვილი,  ICR: “პირველი შეხვედრის  შემდეგ უპირატესობა  გვქონდა, თუმცა  ვერ გამოვიყენეთ.  ხშირად ვკარგავდით  კონცენტრაციას, რაც თამაშის ხარისხზე  აისახა და ამ შედეგამდე მიგვიყვანა. მოწინააღდეგეს  რაც შეეძლო გააკეთა, ჩვენ კი ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.  არ გვქონდა  განცდა, რომ  ამ შეხვედრაში  ბრძოლა  არ  მოგვიწევდა. მოწინაღმდეგეს გამარჯვებას მივულოცავ .“

ირაკლი ჩიქოვანი, ზოომარტ-ფიტნეს სთორი: „პირველი შეხვედრა  წავაგეთ და  შესაბამისად  დასაკარგიც არაფერი გვქონდა. მოსაგებად ვიყავით გამოსული. ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ - მოტივირებულები გავედით მოედანზე. ნახევარფინალს  რაც შეეხება,  არცერთი გუნდისთვის  არ ვიქნებით  მარტივი ბარიერი. ვიბრძოლებთ და  ჩვენის  მხრივ ყველაფერს  გავაკეთებთ.“

ნახევარფინალური სერიის  შეხვედრები  26 მაისსა და 2 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024