საკვალიფიკაციო ლიგის I ტური საინტერესო შეხვედრებით გამოირჩა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საკვალიფიკაციო ლიგის პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. ტურის ბოლო შეხვედრაში ნინოწმინდის "ფარვანა" კავკასიის ავტო იმპორტის" გუნდს დაუპირისპირდა, დაძაბული და სანახაობრივი მატჩი კავკასიის ავტო იმპორტის გამარჯვებით ანგარიშით 4:3 დასრულდა, შეხვედრა გამარჯვებული გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, მატჩის მიწურულს „ნინოწმინდის“ გუნდი გააქტიურდა, თუმცა ქულის მოპოვება ვერ შეძლო.
დამაჯერებელი სხვაობით 7:1 დაამარცხა ქვიქ ტესტმა ბეთლაივის გუნდი. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ხუთი გოლით ამირან დევიძე გამოირჩა, დუბლი კი ავთანდილ ბაგაშვილის ანგარიშზეა.
ლიდერბეთისა და სალიზინგო კომპანიის დაპირისპირება ,ლიდერბეთის სრული უპირატესობით წარიმართა, „ბუკმეიკერებმა" მეტოქეს შეხვედრის მეორე წუთზე სწრაფი გოლი გაუტანეს მალევე უპირატესობა გაზარდეს და მოწინააღმდეგე საბოლოო ანგარიშით 8:1 დაამარცხეს.
საკვალიფიკაციო ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მაჯორელმა, რომელმაც ჰუავეის 6:1 სძლია. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლით ირაკლი თბილელი, ორი გატანილი ბურთით კი ალექსანდრე მაღლაკელიძე გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ გათამაშებაში მოასპარეზე ყველა გუნდი ლიგის დებიუტანტია. ლიგაზე სულ რვა გუნდი მონაწილეობს, გუნდები ერთმანეთს ერთ წრედ უპირისპირდებიან, საუკეთესო კი ბრინჯაოს ლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ლიგის მორიგი შეხვედრები 5 მაისს გაიმართება.