საკვალიფიკაციო ლიგა დაიწყო!

ყველა სიახლე
21 აპრილი 2019

საკვალიფიკაციო ლიგა დაიწყო!

თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის  მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს, სადაც საკვალიფიკაციო, ბრინჯაოსა და ოქროს  ლიგის გუნდები თამაშებენ.

სწორედ დღეს აიღო სტარტი საკვალიფიკაციო ლიგამ, რომლის  პირველ ტურში მაჯორელი ჰუავეის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა. ლიდერბეთმა კი  სალიზინგო კომპანიის გუნდს 8:1 სძლია.

ტურის  სხვა შეხვედრებში ქვიქ ტესტი ბეთლაივს, ფარვანა კი კავკასიის ავტოიმპორტის გუნდს ეთამაშება.

 ბრინჯაოს ლიგაში დღეს ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან.

¼ ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში  M2  GSE-ს დაუპირისპირდება, ICR ზოომარტ-ფიტნეს სთორს,  საქართველოს ბანკი კი დიპლომატ ჯორჯიას.

ოქროს  ლიგაში ნახევარფინალური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართება.არმია ბაქვსვუდს შეხვდება, RS პატრულს და სწორედ  ამ დაპირისპირების შემდეგ  გახდება  ცნობილი ოქროს  ლიგის ფინალისტების ვინაობა.



  © SBM, 2016-2024