თსუ-მ მართვე 6 მეტრიანების სერიაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
19 აპრილი 2019

თსუ-მ მართვე 6 მეტრიანების სერიაში დაამარცხა!

ფუტსალის ლიგის  თასის პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია, თასის 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრაში თსუ-მ  ქუთაისის მართვე 6 მეტრიანების სერიაში დაამარცხა და  ლიგის  ნახევარფინალში ილიაუნის  დაუპირისპირდება.

 დაძაბული და  სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო ფრედ  1:1 დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა  თეიმურაზ ტყეშელაშვილმა გახსნა, ერთ წუთში უპირატესობა გიორგი ჭოხონელიძემ აღადგინა და სწორედ ეს  აღმოჩნდა შეხვედრის  ძირითად დროში გატანილი ბოლო გოლი."საფეხბურთო ლატარეაში " ალი ასლანმა მეტოქის  ორი პენალტი მოიგერია,  გამარჯვებული გუნდიდან კი ექვსმეტრიანი ზუსტად ლაშა სიგუნავამ და  ალი ასლანმა შეასრულეს.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს.

დავით ბობოხიძე, თსუ: „ დაძაბული და  სანახაობრივი მატჩი იყო, ორივე  გუნდმა  ბოლომდე  იბრძოლა, ჩვენი გამარჯვება  მეკარის  ძალიან  კარგი თამაშის ხარჯზე  მოხდა, თუმცა   ჩემს  არცერთ  მოთამაშეს  არ  ვუკარგავ  თავდადებას. მართვე პროგრესული გუნდია, მათთან თამაში  ყოველთვის  რთულია,  მოხარული ვარ  ნახევარფინალში  ვითამაშებთ, სადაც ჩვენი მეტოქე  ილიაუნი იქნება, ახალგაზრდა  ფეხბურთელებით და გამოცდილი  მწვრთნელით დაკომპლექტებული გუნდია. ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობების  მაქსიმუმი გამოვავლინოთ.“

გიორგი ნადირაძე, მართვე: „ დაძაბული თამაში იყო სამწუხაროა რომ ნახევარფინალში გასვლა  ვერ შევძელით, არ გაგვიმართლა, რთული მეტოქე გვყავდა.  არასწორი სტრატეგიაც ავირჩიეთ, ვეცადეთ  ძალები ბოლო წუთებისთვის  დაგვეზოგა, თუმცა  არ გაგვიმართლა.ვულოცავ მეტოქეს  გამარჯვებას.“

აღსანიშნავია რომ, თსუ და მართვე  ფუტსალის ლიგის პლეი-ოფში მოასპარეზე  გუნდებია,  ფინალურ ეტაპზე   მართვეს  მეტოქე თელასია ხოლო თსუ  TMC თბილისს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024