19 თებერვალს, კორპორატიული ლიგის გუნდები ითამაშებენ

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2017

19 თებერვალს, კორპორატიული ლიგის გუნდები ითამაშებენ

19 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგების მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

ვერცხლის ლიგის VIII ტური კუბიკისა და ელიტა ბურჯის დაპირისპირებით აიღებს სტარტს, რომელიც 11:00 სთ-ზე გაიმართება.

მომდევნო შეხვედრაში, სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი ბანკი რესპუბლიკა საქრუსენერგოს დაუპირისპირდება.

ზედა ხუთეულში მყოფი გუნდები გამართავენ მორიგ შეხვედრას. მესამე პოზიციაზე აღზევებული შემოსავლების სამსახურის გუნდი, ავერსს ეთამაშება, რომელიც მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩება და რაც მატჩს შესაბამის პრინციპულობას სძენს.

„საბანკო დერბის“ გამართვა მოუწევს, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, საქართველოს ბანკის გუნდს, რომლის მეტოქეც ლიბერთი ბანკი იქნება. ამ უკანასკნელისთვის, გარდა დერბის სტატუსისა, აღნიშნული დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმატების შემთხვევაში საუკეთესო რვა გუნდში დამკვიდრების კარგი შანსი მიეცემა, თუმცა შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული სატურნირო მდგომარეობა მოყვეს საპირისპირო შედეგს. დერბი 15:00 სთ-ზე დაიწყება. 

ვერცხლის ლიგის კიდევ ერთი ფავორიტი, ბაქსვუდი, თავის შეხვედრას მინას წინააღმდეგ გამართავს.

ტურს, აჭარა ჯგუფისა და ევროპაბეთის დაპირისპირება დაასრულებს.

 

19.02.2017. ვერცხლის ლიგა. VIII ტური

11:00 კუბიკი - ელიტა ბურჯი

12:00 ბანკი რესპუბლიკა - საქრუსენერგო

13:00 ავერსი - RS

15:00 საქართველოს ბანკი - ლიბერთი ბანკი

16:00 მინა - ბაქსვუდი

18:00 აჭარა ჯგუფი - ევროპაბეთი

 

პრინციპული და საინტერესო შეხვედრებით იქნება გამორჩეული ოქროს ლიგის VII ტური.

მიმდინარე გათამაშების „ყველაზე მშვიდობიანი“ გუნდი, ვითიბი ბანკი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდება. წინა სეზონში, ეს გუნდები კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც 7 მეტრიანების სერიაში, მოულოდნელი გამარჯვება და შემდგომი ეტაპის საგზური „ბანკირებს“ ხვდათ წილად.

17:00 გაიმართება, ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს, შარშანდელი ოქროს ლიგის ფინალისტები, პატრული და ნატახტარი დაუპირისპირდებიან. ნატახტარის ფეხბურთელებს პირველად მიეცემათ შანსი, შარშანდელი იმედგაცრუებისთვის, მცირე მასშტაბის რევანში აუღონ მეტოქეს.

საინტერესო და დაძაბული შეხვედრაა მოსალოდნელი, სფფ 2-სა და საქართველოს ფოსტის გუნდებს შორის. ორივე მათგანი მიმდინარე გათამაშების ფავორიტად ითვლება და სატურნირო ცხრილშიც II-III ადგილებზე იმყოფებიან -სფფ სამი ქულით უსწრებს მეტოქეს.

მორიგი სამი ქულის აღებას შეეცდება „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდი, რომლის მეტოქეც ლიგის აუტსაიდერი, Menu.ge-ს გუნდი იქნება.

სათამაშო დღეს, თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს. არმია 7 ქულით მერვზე პოზიციაზე იმყოფება და წარმატების შემთხვევაში შანსი აქვს სატურნირო ცხრილში დაწინაურდეს, დედაქალქის მერია კი თავს  ერთადერთი ქულით „იწონებს“.

 

19.02.2017. ოქროს ლიგა. VII ტური

14:00 ვი თი ბი ბანკი - TTC

17:00 პატრული - ნატახტარი

19:00 სფფ-2 - საქ. ფოსტა

20:00 GWP – MENU.GE

21:00 არმია - თბილისის მერია

 

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024