დღეს, საკვალიფიკაციო ლიგისა და ლიგის თასის კენჭისყრა გაიმართა!

ყველა სიახლე
16 აპრილი 2019

დღეს, საკვალიფიკაციო ლიგისა და ლიგის თასის კენჭისყრა გაიმართა!

16 აპრილს, „ვინერიაში“, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის წილისყრა გაიმართა.

საკვალიფიკაციო ლიგაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - საქართველოს სალიზინგო კომპანია, ქვიქ ტესტი, ნინოწმინდის „ფარვანა“, ბეთლაივი, ჰუავეი, ლიდერბეთი, მაჯორელი და კავკასუს ავტოიმპორტი, აღსანიშნავია, რომ რვავე მათგანი ლიგის დებიუტანტია. გუნდები ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან. საუკეთესოები კი მომდევნო სეზონში ბრინჯაოს ლიგაში თამაშის უფლებას მიიღებენ.  

საკვალიფიკაციო ლიგა სტარტს 21 აპრილს აიღებს. I ტურში ერთმანეთს  ქვიქ ტესტი vs ბეთლაივი, ლიდერბეთი vs სალიზინგო კომპანია, მაჯორელი vs ჰუავეი და „ფარვანა“ vs კავკასუს ავტო იმპორტი დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება  ლიგის  თასის გათამაშებას, მასში მონაწილეობას სუპერლიგის 8  და ოქროს  ლიგის 5, ვერცხლის ლიგის 2 და  ბრინჯაოს ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

დღეს გამართულ კენჭისყრაზე, გუნდები ბრმა წილისყრით 1/8 ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

სფფ vs გლდანი, ვითიბი vs აჭარაბეთი, არმია vs SSPS, შემოსავლების სამსახური vs კროკობეთი, ნატახტარი vs მკგილი, პატრული vs ბაქსვუდი, პსპ vs საქართველოს ფოსტა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია vs ტვ იმედი

მომდევნო ეტაპზე გასული გუნდების ვინაობას, ერთ მატჩიანი დაპირისპირებები გადაწყვეტს. 1/8 ფინალური შეხვედრები 5 მაისს გაიმართება.

 



  © SBM, 2016-2024