სუპერლიგაში დაძაბული მეოთხედფინალები გაიმართა!

ყველა სიახლე
14 აპრილი 2019

სუპერლიგაში დაძაბული მეოთხედფინალები გაიმართა!

სუპერლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დასკვნით მატჩში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გლდანს დაუპირისპირდა და სანახაობრივ ბრძოლაში 4:3 იმარჯვა. სფფ-ს რიგებიდან ორი გოლით ალექსანდრე ამისულაშვილი გამოირჩა. გლდანის მხრიდან კი დუბლი დავით დარჩიამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ზურაბ ხიზანიშვილი, სფფ: „ასეთ თამაშს არ ველოდი. გლდანი ძალიან კარგი გუნდია. მსგავსი მატჩები ჩემპიონატში ყოველთვის სასიხარულოა. ვფიქრობ, მოწნიააღმდეგეს გამოცდილებით ვაჯობეთ. ოთხი გოლის გატანა მოვახერხეთ და შემდეგ თითქმის მთელი მეორე ტაიმი თავს ვიცავდით. საპასუხო მატჩში იგივე თამაშს ველი, მაგრამ ალბათ უფრო საინტერესო და აგრესიული დაპირისპირება იქნება.“

მეოთხედფინალის სხვა შეხვედრაში საქართველოს ფოსტამ TTC-ს 2:0 სძლია. ალექს ხვთისავრიშვილმა გუნდი ჯერ მეცხრე წუთზე დააწინაურა, მატჩის ბოლო წამზე კი უპირატესობა ორამდე გაზარდა.

რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა პსპ-მ იმედთან მოგება ვერ შეძლო და მატჩი სენსაციური ანგარიშით 2:2 დასრულდა. მერაბ სიმონიშვილის გოლს „ფარმაცევტების“ რიგებიდან ნიკოლოზ კოპლატაძემ დუბლით უპასუხა, მაგრამ დავით კაკუბერმა მატჩის დასრულებამდე წონასწორობის აღადგენა მოასწრო.

სუპერლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრებს გუნდები 12 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახელში გამართავენ.



  © SBM, 2016-2024