სუპერლიგაში პლეი-ოფებმა სტარტი აიღო!
ყველა სიახლე14 აპრილი 2019
თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის პლეი-ოფის შეხვედრებს მასპინძლობს. სათამაშო დღე სუპერლიგის მეოთხედფინალით დაიწყო. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ნატახტარი და ვითიბი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გუნდები ფრეზე გაიყარნენ - 1:1. მეთვრამეტე წუთზე გიორგი ყაზარაშვილმა ნატახტარის დაწინაურება შეძლო, მაგრამ გუნდმა უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და ნოდო მაჭავარიანმა ანგარიში გაათანაბრა.
დღეს სუპერლიგის სხვა გუნდებიც გამართავენ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას. პსპ იმედს დაუპირსპირდება, TTC საქართველოს ფოსტას, სფფ კი დასკვნით მატჩში გლდანს გაეჯიბრება.
ოქროს ლიგაში ნახევარფინალური მატჩები RS პატრულის შეხვედრით დაიწყება და არმია ბქსვუდის დაპირისპირებით დასრულდება.