ლიგის თასის ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია!

ყველა სიახლე
12 აპრილი 2019

ლიგის თასის ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა. დასკვნით მატჩში  ერთმანეთს უმაღლესი ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდები დაუპირისპირდნენ. თბილისსა და პსპ-ს შორის გამართული შეხვედრა მთელი თამაშის მანძილზე „ფარმაცევტების“ დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობდა. პსპ-მ კარის მშრალად შენახვა შეძლო და მეტოქე 8:0 დაამარცხა. შეხვედრაში ორ-ორი გატანილი გოლით ნიკოლოზ კურტანიძე და გურამ გოგიჩაიშვილი გამოირჩნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გივიკო, კაციტაძე, პსპ: „ჩვენი გუნდი ფუტსალში სადებიუტო სეზონს ატარებს და ბევრი რამე გვაქვს დასახვეწი. დღევანდელი შეხვედრა პირველი რეპეტიცია იყო სერიოზული დონის მისაღწევად, რადგან თბილისი უმაღლესი ლიგის გუნდია. გამოცდილი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ჩვენმა მობილიზებამ გამარჯვება მოგვიტანა. შემდეგ ეტაპზე თსუ 2-ს ვხვდებით.  ჩვენი ლიგის გუნდია და მათთან ადრეც გვითამაშია. დაძაბული მატჩი გველის და შევეცდებით  მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ.“

19 აპრილს თბილისის ოლიმპიური სასახლე მეოთხედფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს. ერთმანეთს ილიაუნი - კსუ, თსუ - მართვე, TMC თბილისი - თელასი და თსუ 2 - პსპ დაუპირსპირდებიან.



  © SBM, 2016-2024