პირველი წრის ბოლოს, ოთხეული პოზიციებს ინარჩუნებს

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2017

პირველი წრის ბოლოს, ოთხეული პოზიციებს ინარჩუნებს

16 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგ კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. VIII ტურის ფარგლებში, მაყურებელმა რამოდენიმე საინტერესო დაპირისპირება იხილა. პირველი წრის დასრულებმადე ერთი ტურით ადრე, საპლეიფო ზონაში მყოფი ოთხეული პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა III- IV ადგილებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

ხუთშაბათის სათამაშო დღე, აფხაზეთისა და თბილისი ვარიორსის შეხვედრით დაიწყო. ამ დაპირისპირების ფავორიტად „ზღვისპირელები“ ითვლებოდნენ და საბოლოოდ გაამართლეს კიდეც სტატუსი. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და მისი მსვლელობისას ორივე გუნდს ქონდა შანსი, სათავისო შედეგი დაეფიქსირებინა, თუმცა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა აფხაზეთის ფეხბურთელებმა ხელიდან არ გაუშვეს და 7-5 დაამარცხეს მეტოქე, დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს, რითიც საპლეიოფო ზონასტან 2 ქულიანი სიახლოვე შეინარჩუნეს.

მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მფკ თბილისმა. „დედაქალაქელების“ მეტოქე, გათამაშების ლიდერი და ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი მფკ ტატიშვილი იყო. მატჩი როგორც მოსალდნელი იყო, „მედიკოსების“ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა დიმიტრი მაყიშვილის გუნდის ორგანიზებული თამაში დაცვაში, საბოლოო შედეგზე აისახა - 3-1  ტატიშვილის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ მესამე გოლი ზურაბ ლუკავამ მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე გაიტანა. ახალი კლუბის მაისურით, სადებიუტო შეხვედრაში გოლით გამოირჩა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "მედიკოსების" ახალ წვეული დავით ბობოხიძე.

დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა სტუ-თელასმა. „ენერგეტიკოსებმა“ ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში იბსუ დაამარცხეს 9-4. ჰეთ-თრიკით გამოირჩა მათი მოთამაშე მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი. ამ ტურის შემდეგ, ტატიშვილსა და თელასს შორის სხვაობა კვლავ ორი ქულაა, „მედიკოსების“ სასარგებლოდ.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა პირველი „ბათუმური დერბი“ ბსუ-სა და დინამოს მონაწილეობით. მიუხედავად ანგარიშში დიდი სხვაობისა, გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ მატჩის ბოლო ხუთ წუთში გაირკვა - დინამომ 7-2 სძლია თანაქალაქელ „სტუდენტებს“. მატჩის პირველი ნახევარი დინამოელებმა სამი უპასუხო ბურთით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში სხვაობის მინიმუმამდე შემცირებამ, შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბა. დაძაბულობის ხარისხზე, მატჩის დროს ნაჩვენები 6 ყვითელი ბარათიც მეტყველებს. 

ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს მფკ აგორა და მფკ მგლები დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრას გუნდები განსხვავებული განწყობით შეხვდნენ - გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე მგლებმა 2017 წელი ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყეს (სტუმრად 7-4 ბსუ და შინ 3-2 დინამო) და რეალური საპლეიოფო ამბიციებიც გაიჩინეს. აგორამ კი წინა წელს მოპოვებული „აღმოჩენის“ სტატუსი ვერც ტატიშვილთან გამოამჟღავნა (0-8) და ვერც აუტსაიდერ იბსუს-თან (5-5). შესაბამისად ამ მატჩს პრინციპულობა არანაირი კუთხით არ აკლდა და საბოლოოდ ეს შეხვედრამაც დაადასტურა - მთელი 40 წუთის განმავლობაში, გულშემატკივარმა დაძაბული და საინტერესო ფეხბურთი იხილა. მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში აგორამ გახსნა - თავი გია ნიკვაშვილმა გამოიჩინა - 1-0. მიუხედავად ორივე კართან არაერთი მცდელობისა, მომდევნო გოლი მეორე ტაიმის 24-ე წუთზე გავიდა, სერგი მაჭარაშვილმა 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1-1. მალევე გიორგი კვანტალიანმა წინ გაიყვანა „მტაცებლები“ – 1-2. ამის შემდეგაც მგლების ფეხბურთელებს არაერთი შანსი ქონდათ სხვაობა კიდევ უფრო გაეზარდათ, თუმცა 30-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღეს. ნიკოლოზ დაჩანიძემ კვლავ აღადგინა სტატუსკვო - 2-2. ხუთ წუთში კი გიორგი ალავიძის დარტმის შემდეგ უკვე აგორა იყო წინ - 3-2. ამის შემდეგ მგლებმა ვეღარ შეძლეს მეტოქის კარის აღება და მატჩის დასრულებამდე 22 წამით ადრე კიდევ ერთი გოლი გაუშვეს: დავით ლუკავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4-2.

 

16.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VIII ტური

მფკ აფხაზეთი  - მფკ თბილისი ვარიორსი   7:5 (4:2)

გოლები:  06:20’ ახალაია (1-0), 06:44’გეგეშიძე (1-1), 09:23’ ახალაია (2-1), 14:27’ ჭანტურიძე (3-1), 18:51’ ხარაიშვილი (4-1), 19:38’ ჩერნიშოვი (4-2), 22:06’ ჩერნიშოვი (ს.კ )(5-2),  25:50’ კრისტიან ბოენან (5-3), 29:55’ კვარაცხელია (6-3), 33:44’ ცეცაძე (6-4), 35:41’ გეგეშიძე (10მ) (6-5), 36:00’ ახალაია (7-5)

გაფრთხილება: 06:16’ გოლიაძე (ვარ)

 

მფკ თბილისი - მფკ ტატიშვილი   1:3 (0:2)

გოლები: 12:15’ ბობოხიძე (0-1), 18:12’ სიგუნავა (0-2), 37:23’ დარჩია (1-2), 39:58’ ლუკავა (1-3)

გაფრთხილება: 28:05’ ღუდუშაური (თბ), 32:12’ ბიწაძე (თბ)

 

მფკ სტუ-თელასი - მფკ იბსუ 9:4 (5:2)

გოლები: 03:23’ ასათიანი (1-0), 04:46’ მაისაია (2-0), 05:20’ ასათიანი (3-0), 09:54’ კურბანოვი (4-0), 16:09’ მამაცაშვილი (4-1), 18:09’ მაისაია (5-1), 18:38’ მაისურაძე (5-2), 27:12’ წვერავა (6-2), 32:44’ ესებუა (6-3), 34:29’ სოზაშვილი (7-3), 37:20’ ასათიანი (8-3), 38:40’ სოზაშვილი (9-3), 39:52’ მაისაია (ს.კ.) (9-4)

გაფრთხილება: 32:37’ ჩიმაკაძე

 

მფკ ბსუ (ბთ) - მფკ დინამო (ბთ)  2:7 (0:3)

გოლები: 11:51’ ბერიძე (ს.კ) (0-1), 16:02’ თოდაძე (0-2), 19:30’ გ.მახარაძე (0-3), 26:14’ მუხაშავრია (1-3), 32:27’ გაბუნია (2-3), 35:02’ გალოიანი (2-4), 37:13’ ჩაჩხუნაშვილი (2-5), 37:39’ გალოიანი (2-6), 39:03’ ბროლაძე (2-7)

გაფრთხილება: 06:25’ ბროლაძე (დინ), 22:55’ გაბუნია (ბსუ), 28:07’ გ.მახარაძე (დინ), 28:54’ თოდაძე (დინ), 33:02’ ბერიძე (ბსუ), 33:02’ ჯალაღანია (ბსუ)

 

მფკ აგორა - მფკ მგლები  4:2 (1:0)

გოლები: 04:01’ ნიკვაშვილი (1-0), 23:19’ მაჭარაშვილი 6მ (1-1), 26:26’ კვანტალიანი (1-2), 29:52’ დაჩანიძე (2-2), 34:52’ ალავიძე (3-2), 39:38’ ლუკავა (4-2)

გაფრთხილებები: 04:34’ მელანაშვილი (მგლ), 27:40’ კვანტალიანი (მგლ)

 

ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი), სერგი მაჭარაშვილი (მგლები) - 16, მელტონ ახალაია (აფხაზეთი), აჰი ალფონსე ები (ვარიორსი) - 12

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024