ვერცხლის ლიგაში მეოთხედფინალები დაიწყო!
ყველა სიახლე07 აპრილი 2019
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეოთხედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. პირველ მატჩში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპაბეთს დაუპირისპირდა და პლეი-ოფისთვის უჩვეულო გამანადგურებელი ანგარიშით 9:0 იმარჯვა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე სფფ-მ გატანილი გოლების სერია დაიწყო. მატჩის დასრულებამდე გუნდმა კარი მშრალად შეინახა და ნახევარფინალში გასასვლელად გასამართ მეორე დაპირისპირებას უპირატესობით შეხვდება. აღნიშნულ თამაშში ხუთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გიორგი რევაზიშვილი გამოირჩა.
დღის განმავლობაში გაიმართება ¼ ფინალის სხვა შეხვედრებიც, ერთმანეთს ლიბერთი ბანკი - კრედო, კროკობეთი - ავერსი და აჭარაბეთი - ენერგო-პრო დაუპირისპირდებიან.