სუპერლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
31 მარტი 2019

სუპერლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია!

სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო, მეშვიდე ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს პსპ და საქართველოს ფოსტა დაუპირისპირდნენ. ოცდამეექვსე წუთამდე მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შემდეგ „ფარმაცევტებმა“ თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და მეტოქე საბოლოოდ კომფორტული სხვაობით 8:5 დაამარცხეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით ნიკოლოზ კოპლატაძე, დუბლით კი გურამ გოგიჩაიშვილი გამოირჩა. ორ-ორი ბურთია საქ. ფოსტის ფეხბურთელების გიორგი ხმალაძისა და არჩილ გეგეჭკორის ანგარიშზე. ამ შეხვედრის შემდეგ პსპ-ს 16 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში სფფ-ს გადაასწრო და რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.

სუპერლიგის მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ - პსპ VS ტვ იმედი, სფფ VS გლდანი, ნატახტარი VS ვითიბი და TTC VS საქ. ფოსტა. ნახევარფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობა ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.

დღეს ასევე გაიმართა ოქროს ლიგის ერთი მატჩი. მეშვიდე ტურის შეხვედრაში არმია SSPS-ს დაუპირისპირდა და 3:0 იმარჯვა.



  © SBM, 2016-2024