BOG, McGill და ICR ნახევარფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ!

ყველა სიახლე
31 მარტი 2019

BOG, McGill და ICR ნახევარფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ!

ბრინჯაოს ლიგის მეოთხედფინალების პირველი შეხვედრების სერია საქართველოს ბანკისა და დიპლომატ ჯორჯიას დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ მატჩში “ბანკირებმა“ ანგარიშის გახსნა მეცხრამეტე წუთზე მოახერხეს. თამაშის მიწურულს კი უპირატესობა ორამდე გაზარდეს. „დიპლომატებმა“ დარჩენილ დროში გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი საბოლოოდ 2:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორივე ბურთი ნიკოლოზ ფირცხალავას ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ ფირცხალავა, საქართველოს ბანკი: „რთული შეხვედრა იყო. მთელი მატჩი მეორე ნომრად ვთამაშობდით, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც შევძელით. ჩვენი მთავარი მიზანი გოლის არგაშვება იყო და ეს მოვახერხეთ. დიპლომატ ჯორჯია საკმაოდ ძლიერი გუნდია. ეს შედეგი ძალიან წაგვადგება მეორე შეხვედრაში, რომელიც ჩვენს წყვილში ნახევარფინალისტის ვინაობას საბოლოოდ გადაწყვეტს.“

რეგულარული სეზონის პირველადგილოსანი McGill ნაბეღლავს დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 სძლია. შეხვედრაში ორი გატანილი გოლით ოთარ მგელაძე გამოირჩა. ICR-მა კი ზოომარტ-ფიტნეს სთორისთან კარი მშრალად შეინახა და 2:0 იმარჯვა.



  © SBM, 2016-2024