ბრინჯაოს ლიგაში მეოთხედფინალები დაიწყო!

ყველა სიახლე
31 მარტი 2019

ბრინჯაოს ლიგაში მეოთხედფინალები დაიწყო!

ახალ თბილისში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგის მეოთხედფინალური მატჩით დაიწყო. ერთმანეთს სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდი და m2 დაუპირისპირდნენ. პირველმა ნახევარმა გოლის გარეშე ჩაიარა. გუნდებმა ვერც მეორე ტაიმში შეძლეს ანგარიშის გახსნა და შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 0:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობა ორმატჩიანი დაპირისპირების შემდგომ გაირკვევა.

¼ ფინალების სხვა მატჩებში ICR ზოომარტი-ფიტნეს სთორის, McGill ნაბეღლავს და საქართველოს ბანკი დიპლომატ ჯორჯიას დაუპირისპირდება. დღეს ასევე ოქროს ლიგისა და სუპერლიგის თითო შეხვედრა გაიმართება.



  © SBM, 2016-2024