ოქროს ლიგის ლიდერი უცვლელია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სათამაშო დღე ოქროს ლიგის მერვე ტურის შეხვედრით დასრულდა. ერთმანეთს არმია და შემოსავლების სასახურის გუნდი დაუპირისპირდა. „ძალოსნებმა“ მეექვსე წუთზე ლაშა ფოფხაძის გოლით შეძლეს დაწინაურება. მეორე ტაიმში კი RS-მა ვალერიან გუგეშაშვილის დახმარებით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა წინ გასვლის მცდელობები, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. გუნდების დაპირისპირება პირველ წრეშიც ანალოგიური შედეგით დამთავრდა.
ტურის პირველ მატჩში ბაქსვუდი SSPS-ს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 2:1 დამარცხდა. თამაზ შუბითიძის გოლს ბაქსვუდის რიგებიდან თორნიკე ბახტაძემ უპასუხა. თამაშის ბედი მეშვიდე წუთზე დიეგო ლობჟანიძის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში გამართულ შეხვედრაში ბაქსვუდმა დამაჯერებელი ანაგარიშით 7:3 იმარჯვა.
ოქროს ლიგის მეცხრე ტური 24 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში RS-სა და პატრულის დაპირისპირებით დაიწყება.