ფუტსალის ლიგა 2 | თსუ 2-მა პირველობა ერთი ტურით ადრე გაინაღდა!

ყველა სიახლე
17 მარტი 2019

ფუტსალის ლიგა 2 | თსუ 2-მა პირველობა ერთი ტურით ადრე გაინაღდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს მეცხრე ტურის შეხვედრა გაიმართა. თსუ 2 საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით 10:1 სძლია. თორნიკე თოდრიამ სწრაფი გოლით პირველივე წამებზე დააწინაურა UG, მაგრამ ეს გოლი მათი მხრიდან ერთადერთი აღმოჩნდა. მეტოქემ მალევე შეძლო ჯერ წონასწორობის აღდგენა, შემდეგ კი წინ გასვლა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში 3:1 იყო. დარჩენილ დროში თსუ-მ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით მიქაელ იორამაშვილი გამოირჩა. თორნიკე კვიტატიანისა და ნიკა ჭუმბურიძის ანგარიშზე კი ორ-ორი გოლია. უნივერსიტეტებს შორის გამართულ პირველ დერბშიც თსუ 2-მა იმარჯვა - 3:1. ამ შედეგით გუნდმა სატურნირო ცხრილში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველობა გაინაღდა.

ფუტსალის ლიგა 2-ს მეცხრე ტური 31 მარტს ახალ თბილისში ილიაუნისა და კსუ-ს დაპირისპირებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024