ბრინჯაოს ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!
ყველა სიახლებრინჯაოს ლიგის რეგულარული სეზონი ICR GSE-ს შეხვედრით დასრულდა. აღნიშნულ მატჩში ICR-მა მეტოქეს 3:2 სძლია, გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით კოკი ბაქრაძე გამოირჩა.
ლიგის სხვა შეხვედრებში დიპლომატ ჯორჯიამ M2-ს 4:2 სძლია,საქართველოს ბანკმა ზოომარტ-ფიტნეს სთორთან ფრედ 1:1 ითამაშა.McGill-მა კი ნაბეღლავს 7:5 სძლია.
¼ ფინალურ ეტაპზე მოთამაშე წყვილები ასე გამოიყურება.
McGill- ნაბეღლავი, ICR -ზოომარტ- ფიტნეს სთორი, საქართველოს ბანკი დიპლომატ ჯორჯია, M2 GSE. ნახევარფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა ორ მატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა.
ბრინჯაოს ლიგის რეგულარული სეზონი პირველ მეორე ადგილზე McGill-მა და ICR-მა თანაბარი ქულით დაასრულეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებითა და ბურთების შეფარდებით ლიგის თასზე თამაშის უფლება McGill-მა მოიპოვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
გოგიტა ჩუბინიძე, GSE: „როგორც ლიგის დებიუტანტები ჩვენი გუნდის თამაშით მიმდინარე გათამაშებაში კმაყოფილი ვარ, შეთამაშება გვაკლია, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ამ კომპონენტზე, პლეი-ოფში M2 ვხვდებით, მათთან გვითამაშია და სამწუხაროდ დიდი ანგარიშის სხვაობით დავმარცხდით, ძალიან კარგი გუნდია და იმედი მაქვს მათ ბარიერს გადავლახავთ.“
კოკი ბაქრაძე, ICR: „რეგულარული ეტაპი დასრულდა,ჩვენი გუნდის მიზანი იყო,პირველ ადგილზე დაგვესრულებინა ჯგუფური ეტაპი, თუმცა არ გამოვიდა სამწუხაროდ, დღეს კარგი თამაში იყო, მოწინააღმდეგეც ძლიერი იყო და პლეი-ოფში ზოომარტთანაც ველოდებით კარგ თამაშს,თასზე გვინდოდა გასვლა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, პლეიოფში ყველა გუნდი მოტივირებული გამოვა,თანაც ზოომარტი გაძლიერდა და დაძაბულ ბრძოლას ველოდებით."
დღეს, ასევე სუპერლიგის მეოთხე ტურის გამოტოვებული შეხვედრა ჩატარდა ნატახტარსა და ვითიბი ბანკს შორის,მატჩი „ბანკირების“ გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა. კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართება პსპ-სა და საქართველოს ფოსტას შორის 31 მარტს,რის შემდეგაც სუპერლიგაში საბოლოოდ გაირკვევა ¼ ფინალური წყვილები.