ბრინჯაოს ლიგაში რეგულარული ეტაპი სრულდება!

ყველა სიახლე
17 მარტი 2019

ბრინჯაოს ლიგაში რეგულარული ეტაპი სრულდება!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის  მორიგ სათამაშო დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.ერთმანეთს  ოქროს ლიგისა და  ბრინჯაოს  ლიგის  გუნდები ხვდებიან. დღის პირველ შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯია M2-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში მეტოქეს 4:2 სძლია. შეხვედრის  პირველი ნახევარი M2 უპირატესობით დაიწყო, ანგარიში გიორგი ლოხიშვილმა გახსნა. წონასწორობა ჯაბა ხანიაშვილმა აღადგინა,რომელიც საკუთარ გუნდს ჰეთრიკით დაეხმარა. მეშვიდე ტურით  ბრინჯაოს  ლიგაში რეგულარული ეტაპი სრულდება  და  სათამაშო  დღის  ბოლოს  ცნობილი იქნება თუ როგორ დაწყვილდებიან  გუნდები პლეი-ოფში. 

სხვა შეხვედრებში  საქართველოს ბანკი ზოოომარტ-ფიტნეს სთორს ეთამაშება, ვითიბი ბანკი ნატახტარს, ნაბეღლავი McGill-ს, GSE ICR-ს დაუპირისპირდება. ოქროს ლიგის  შეხვედრაში ბაქსვუდი SSPS-ს, არმია კი RS-ს შეხვდება. 

 



  © SBM, 2016-2024