მეოთხე ნახევარფინალისტის ბედი ქუთაისში გადაწყდება!

ყველა სიახლე
15 მარტი 2019

მეოთხე ნახევარფინალისტის ბედი ქუთაისში გადაწყდება!

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ სეზონის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე თბილისი პლეიოფის  საგზურისათვის  ბრძოლას  გამოეთიშა. მეცამეტე ტურის  შეხვედრაში, ბსუ-მ  თბილისი 6:4 დაამარცხა და ლიგის საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად გადამწყვეტ შეხვედრას ქუთაისში 24 მარტს ადგილობრივი მართვეს  წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩი პირველივე  წუთებიდან დაძაბული  იყო.  ბსუ-მ საწყის წუთებზე ორი სწრაფი გოლის გატანა შეძლო.  მალევე  თბილისმა  წონასწორობა  აღადგინა, ამის  შემდეგ  ბათუმლებმა  სამ ბურთიანი უპირატესობა  მოიპოვეს,თუმცა მათმა მეტოქემ  წონასწორობის აღდგენა შეძლო 4:4. „უნივერსიტეტელების“  მიერ თბილისის კარში გატანილი მეხუთე  გოლი კი „დედაქალაქელებისთვის“ გარდამტეხი  აღმოჩნდა, რის  შემდეგაც   თბილისმა  ძალების  მობილიზება  ვეღარ შეძლო 4:6.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბაჩანა აბაშიძე, ბსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „ ჩვენ  თავიდანვე  ვიცოდით  რომ ურთულესი თამაში იქნებოდა, გამომდინარე იქიდან რომ  გვიწვევდა  გასვლაზე თამაში, ვიცოდი კიდეც როგორი მეტოქე მყავდა და არაფერს  დათმობდა. მინდა  მადლობა  ვუთხრა  მათ  ამ ბრძოლისთვის.მე ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, ბოლო ტურის  შეხვედრა იქნება  ურთულესი  და  ძალიან დაძაბული.  ქუთაისთან ქუთაისში თამაში  მძიმეა ყველა გუნდისთვის,  თუმცა  ჩვენ  დასაკარგი არაფერი  გვაქვს  და   ძალიან მშვიდად, წყნარად და ლაღად ვითამაშებთ.“

დიმიტრი მაყიშვილი, თბილისის მთავარი მწვრთნელი: „ სამწუხაროდ  მატჩის საწყის  წუთებზე  ორი სწრაფი გოლი მივიღეთ, ამ ფაქტმა თამაში გადაიყვანა მეტოქესთვის კომფორტულ  მდგომარეობაში,  მატჩის  მიწურულს  მოვახერხეთ და  გავათანაბრეთ  თამაში   თუმცა  მეტოქეს   სწრაფი გოლი მივიღეთ  რამაც  შედეგი განაპირობა. ბსუ-მ ძალიან საინტერესო  თამაში  შემოგვთავაზა  და  ვუსურვებ  წარმატებებს.“ 

შეგახსენებთ, რომ  რეგულარული  სეზონის  ბოლო  ტურის  გადამწყვეტი შეხვედრა  ქუთაისის სპორტის  სასახლეში  24  მარტს  15:00  საათზე  დაიწყება.  მეოთხე ნახევარფინალისტის ადგილისთვის ბსუ ქუთაისის მართვეს  დაუპირისპირდება, აღნიშნულ მატჩში ბსუ-ს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. მართვესთვის კი ფრეც საკმარისია.  

 



  © SBM, 2016-2024