TTC-მ რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა!
ყველა სიახლე10 მარტი 2019
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე სუპერლიგის წრიული ეტაპის დასკვნითი, მეშვიდე ტურის შეხვედრით დაიწყო. ერთმანეთს თბილისის სატრანპორტო კომპანიის გუნდი და VTB დაუპირისპირდა. TTC-მ პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში დიმიტრი დემურაშვილის გოლით გახსნა. მეორე ნახევარში კი ბექა ბუსხრიკიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში „ბანკირებმა“ ერთი ბურთის გაქვითვა გიორგი სულაძის გოლით შეძლეს. მატჩი საბოლოოდ 2:1 დასრულდა.
დღის განმავლობაში გაიმართება მეშვიდე ტურის სხვა შეხვედრებიც - ტვ იმედი ნატახტარს, სფფ კი გლდანს დაუპირისპირდება. თბილისის ოლიმპიური სასახლე ასევე ვერცხლისა და ოქროს ლიგის მატჩებს უმასპინძლებს.