ფუტსალის ლიგა 2 | ილიაუნიმ პსპ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
03 მარტი 2019

ფუტსალის ლიგა 2 | ილიაუნიმ პსპ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს მეშვიდე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ილიაუნი პსპ-ს დაუპირისპირდა. მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა ოცდამერვე წუთზე „უნივერსიტეტელებმა“ უპირატესობა მოიპოვეს, რასაც  „ფარმაცევტების“ მხრიდან ორი საპასუხო გოლი მოჰყვა. თამაშის დასრულებამდე ილიაუნელებმა კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხეს. გიორგი აფციაურის ჰეთრიკი პსპ-ს ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა და მატჩი საბოლოოდ 4:3 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ფრედ 2:2 დამთავრდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი აფციაური, პსპ:„დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულის მოსაპოვებლად გამოვედით, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ორივე გუნდს გვქონდა მომენტები და ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი მაინც საფეხბურთო ფორტუნამ ითამაშა. მომავალი თამაშებისთვის უკეთესად მოვემზადებით. ილია შესანიშნავი გუნდია, ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.“

პაატა ლეჟავა, ილიაუნი:„პირველ რიგში, მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, მათგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და ჩვენც ძალები არ დავზოგეთ. მწვრთნელის დარიგებები ზუსტად შევასრულეთ. დღეს ტრიბუნებიდან უწევდა თვალის დევნება და ამის გამო განსაკუთრებულად მოვინდომეთ. ვულოცავ გუნდს გამარჯვებას და ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ.“

ფუტსალის ლიგა 2 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მარტს მერვე ტურის შეხვედრებით განახლდება.



  © SBM, 2016-2024