ბრინჯაოს ლიგის VI ტური ზოომარტისა და GSE-ს დაპირისპირებით დაიწყო!

ყველა სიახლე
03 მარტი 2019

ბრინჯაოს ლიგის VI ტური ზოომარტისა და GSE-ს დაპირისპირებით დაიწყო!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგით დაიწყო. ერთმანეთს ზოომარტი-ფიტნეს სთორი და სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი GSE-ს უპირატესობით 2:1 დასრულდა. მეორე ნახევრის მიწურულს კი დაძაბულობამ იმატა და გიორგი გედევანიშვილის ორი გოლით ზოომარტმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩი ფრედ 4-4 დამთავრდა.

ბრინჯაოს ლიგის მეექვსე  ტურის სხვა შეხვედრებში გათამაშების ლიდერი McGill საქართველოს ბანკს, შემოსავლების სამსახური კი დიპლომატ ჯორჯიას დაუპირისპირდება. ტურის დასკვნითი მატჩი m2-სა და ნაბეღლავს შორის გაიმართება. დღეს ასევე ერთმანეთს ოქროს ლიგის გუნდები გაეჯიბრებიან.



  © SBM, 2016-2024