ფუტსალის ლიგა | "სტუდენტური დერბი" ერთი გატანილი გოლით!

ყველა სიახლე
01 მარტი 2019

ფუტსალის ლიგა |

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის XI ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები დაუპირისპირდნენ. გუნდებს შორის გამართული პირველი თამაშისგან განსხვავებით, რომელიც თსუ-მ დიდი ანგარიშით 8-2 მოიგო, მატჩი უხვგოლიანი არ გამოდგა. "საუნივერსიტეტო დერბი" 1:0 დასრულდა.ოცდამეთხუთმეტე წუთზე შაკო კაპანაძის მიერ გატანალი ერთადერთი გოლით შეძლო თსუ-მ სამი ქულის მოპოვება. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი მამულძე, ბსუ:„პირველ რიგში, მინდა თსუ-ს კარგი თამაშისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. წინა დაპირისპირებისგან განსხვავებით უფრო მობილიზებულები გამოვედით. ჩვენი მიზანი გოლის არ გაშვება იყო და მეორე ტაიმის მიწურულამდე მოვახერხეთ კიდეც ეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო მეტოქემ სამი ქულის მოპოვება. ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი ალბათ ძირითადის მოთამაშეების არყოლა იყო. ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა, სულ ხუთი-ექვსი კაცი ვთამაშობდით და ბოლოს ფიზიკურადაც დავიღალეთ. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რადგან ბიჭებმა დღევანდელ შეხვედრაში ძალიან მოინდომეს.“

შაკო კაპანაძე, თსუ:„წინა ტურში საკმაოდ დავკარგეთ ქულები და ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აუცილებლად უნდა მოგვეგო და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ბსუ-სთან გამართული პირველი წრის დაპირისპირებასთან შედარებიბთ ახლა უფრო მძიმე თამაში გამოდგა. მეტოქე ბევრად მომზადებული ჩამოვიდა, რამაც დაძაბულობის მატება გამოიწვია. ჩემი აზრით, გამარჯვების მოპოვებაში ჩვენს გუნდს მეტი მონდება დაეხმარა. შევეცდებით პოზიციები გავიუმჯობესოთ და პლეი-ოფში ადგილი გავინაღდოთ.“

ამ წუთებში მატჩი ივერია 2017-სა და  თელასს შორის მიმდინარეობს. ტურის ბოლო შეხვედრაში კი თბილისი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024