"ბუკმეიკერებმა" დერბიში ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2019

თბილისის ოლიმპიური სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის  2018/19 წლების სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები მიმდინარეობს, სადაც  ერთმანეთს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები ხვდებიან.

„ბუკმეიკერთა დერბიში“ კროკობეთმა და ევროპაბეთმა ქულები გაიყვეს. დაძაბული მატჩი ფრედ 2:2 დაასრულდა. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ  მეოთხე  შეხვედრაა ევროპაბეთს მატჩი არ მოუგია.ვერცხლის ლიგის წრიული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს აჭარაბეთი ლიდერობს 16 ქულით, მეორე ადგილზე კროკებეთია, რომელის ანგარიშზეც  მიმდინარე ჩემპიონატში ოთხი მოგება და ორი ფრეა.რვა გუნდიან ჩემპიონატში ევროპაბეთი ცხრილის მეოთხე საფეხურზეა.

Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარებს

თორნიკე ქორჩილავა, ევროპაბეთი: „პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  დარბაზში მოსულ გულშემატკივარს და  მეტოქე გუნდს. ძალიან დაძაბული შეხვედრა იხილა მაყურებელმა. ჩვენმა  გუნდმაც და მოწინააღმდეგემაც  ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დასახული მიზნისთვის  მიგვეხწია  თუმცა ლოგიკურ ფრეს დავჯერდით. მცირე ჩავრდნა გვაქვს, ოთხი მოუგებელი შეხვედრა დაგვიგროვდა, თუმცა იმედია ყველაფერი გამოსწორდება.“

ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „ მადლობა მინდა  გადავუხადო ჩემს ბიჭებს და  მოწინააღმდეგეს. ძალიან მაგარი თამაში იყო და ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯა.ჩვენი გუნდების ყოველი შეხვედრა ყოველთვის ასეთი იქნება აქტიური გულშემატკივრობით და ბრძოლით,რადგან ჩვენთვის ყველა თამაში საჩემპიონო თამაშია.“

 



  © SBM, 2016-2024