ჯაბა დვალი: "ასეთ ძლიერ ჩემპიონატს არ ველოდი!"

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2019

ჯაბა დვალი:

სუპერლიგის  VI ტურის  სანახაობრივ შეხვედრაში  პსპ-მ და  გლდანმა ქულები გაიყვეს.მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. საგულისხმოა, რომ გლდანის რიგებში  პირველი შეხვედრა  ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთმა  გამორჩეულმა  თავდამსხმელმა  ჯაბა დვალმა.  ქართველმა  ფეხბურთელმა  ათწლიანი აქტიური სპორტული კარიერა 2004 წელს დინამო თბილისში დაიწყო, ასარეზობდა ზესტაფონის  გუნდში, ასევე თამაშობდა მოლდოვაში.

ჯაბა დვალი, გლდანი:„პირველად მოვედი დღეს და გამეხარდა, რომ ორგანიზებული ტურნირი დამხვდა.ძალიან მაგარი გუნდები არიან, მოტივირებულები, გამარჯვებისთვის იბრძვიან, რაც ძალიან სასიხარულოა.საინტერესო ლიგაა და მოიხარული ვარ, რომ აქ ვარ. მინი ფეხბურთსა და დიდ ფეხბურთს შორის  სხვაობა ძალიან დიდია,მაგრამ როდესაც პროფესიონალურ ფეხბურთში შესვენება გვქონდა,ხშირად გვიწევდა მინი ფეხბურთის თამაში, შესაბამისად ჩემთვის  დარბაზი უცხო არ არის. თუმცა  ასეთ ძლიერ ჩემპიონატს არ ველოდი.“

შეგახსენებთ, რომ  გლდანის ღირსებას  ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ოთარ მარცვალაძე და ლაშა სალუქვაძე იცავენ. 

 



  © SBM, 2016-2024