თანაბარ ბრძოლაში გლდანი პსპ-ს დაუზავდა!
ყველა სიახლესუპერლიგის VI ტურის სანახაობრივ შეხვედრაში პსპ-მ და გლდანმა ქულები გაიყო. მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. პირველი გოლი პსპ-ს თავდამსხმელმა გური გოგიჩაიშვილმა გაიტანა და ანგარიში გახსნა, მალევე წონასწორობა გლდანის მოთამაშემ დავით დარჩიამ აღადგინა, მეორე ნახევარში „ფარმაცევტებმა“ წინ გასვლა შეძლეს, რასაც მალევე უშარაულის შორეული ზუსტი დარტყმა მოყვა და გლდანმა სხვაობა გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში 2:2.
საგულისხმოა, რომ გლდანის რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა თავდამსხმელმა ჯაბა დვალმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
გივიკო კაციტაძე, პსპ: „ველოდით თავიდანვე, რომ კარგი თამაში იქნებოდა. გლდანს ძალიან კარგი და ცნობილი ფეხბურთელები ჰყავს, ამ შეხვედრის მოგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ვინაღდებდით და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არც ახლა გვაქვს ცუდი ვითარება, კიდევ დარჩა ერთი ტური და შევეცდებით დღევანდელ დღეს დაკარგული ქულები, მომდევნო თამაშში ავინაზღაუროთ."