ნატახტარმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგ კალენდარულ ტურს მასპინძლობს,სადაც ერთმანეთს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები ხვდებიან.
დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა შეხვედრა ნატახტარსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს შორის.მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმიდნარეობდა,TTC რამდენჯერმე ფლობდა უპირატესობას, თუმცა ნატახტარმა შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა 4:3.
შეხვედრის საუკეთესო მეგოლე ნატახტარის ფეხბურთელი ლაშა თურმანიძე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გოლი კი გიორგი მშვიდობაძემ გაიტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
ლაშა თურმანიძე, ნატახტარი: „საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, ფიზიკურად ძალიან კარგად იყვენენ მომზადებულები და ბევრსაც მოძრაობდნენ. ვაგებდით, თუმცა ბოლომდე ბრძოლით მოვახერხეთ და შეხვედრა მოვიგეთ. ნაწილობრივ გაგვიმართლა კიდეც, მოხარული ვარ შედეგით, მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და ვეცდებით გაცილებით უფრო კარგი თამაში ვუჩვენოთ.“
სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ავერსმა ლიბერთი ბანკის 4:2 მოუგო.SSPS-სა და RS-ს შორის მატჩი შემოსავლების სამსახურის გუნდის გამარჯვებით 5:3 დასრულდა.