ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგ კალენდარულ ტურს მასპინძლობს. სათამაშო დღე ავერსისა და ლიბერთი ბანკის დაპირისპირებით დაიწყო.
დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ანგარიში მატჩის მერვე წუთზე ერეკლე ლომიძემ გახსნა, მალევე წონასწორობა „ბანკირების“ მოთამაშემ, თორნიკე წინწკალაძემ აღადგინა, რასაც ლაშა გურგენიძის გოლი მოჰყვა და ლიბერთი დააწინაურდა,"მედიკოსებმა" ანგარიშის გათანაბრება, შეხვედრის მეორე ნახევარში კი წინ გასვლა შეძლეს. მატჩი ავერსის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ერეკლე ლომიძემ და პაატა მიგინეიშვილმა გაიფორმა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის გუნდებს შორის მატჩი 5:3 RS-ს გამარჯვებით დასრულდა შეხვედრაში დუბლი შემოსავლების სამსახურის ფეხბურთელმა გია ნინოშვილმა გაიფორმა.
დღის სხვა მატჩებში ერთმანეთს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები შეხვდებიან. ნატახტარი TTC-ს გაეჯიბრება, კრედო ბანკი აჭარაბეთს, საქართველოს ფოსტის გუნდი კი ტვ იმედს ეთამაშება. გლდანი საკუთარ შესაძლებლობებს პსპ-სთან მოსინჯავს, ევროპაბეთი კროკობეთს, ვითიბი ბანკი კი სფფ-ს დაუპირისპირდება,სათამაშო დღის დასკვნით მატჩში ფეხბურთის ფედერაციის გუნდი ენერგო-პროს შეხვდება.