ჩემპიონის მძიმე გამარჯვება ქუთაისში!

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2019

ჩემპიონის მძიმე გამარჯვება ქუთაისში!

ფუტსალის ლიგის  2018-19 წლების სეზონის X ტური დაძაბული და სანახაობრივი  მატჩით დასრულდა. ქუთაისის  სპორტის  სასახლეში  ადგილობრივმა  მართვემ TMC თბილისი მიიღო და დრამატულ მატჩში 3:4 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე გურამ ხაჭაპურიძემ გახსნა და მართვე დააწინაურა მე-15 წუთზე კი სხვაობა გიორგი ტიკურიშვილმა გაათანაბრა. "მედიკოსებმა" დაწინაურება მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოახერხეს. 38-ე წუთისთვის კი სამი ბურთის სხვაობით შეძლეს წინ გასვლა 4:1. მატჩის სცენარი შეხვედრის ბოლო წუთზე შეიცვალა, როდესაც მატჩის დასრულებამდე  26 წამით  ადრე  მართვეს  მოთამაშემ  ოთარ ბერეჩიკიძემ  დუბლის გაფორმება და  ანგარიშის სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა 4:3. მასპინძლებისთვის დარჩენილი დრო, სენსაციური ქულის  მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ  კომენტარებს. 

მალხაზ მურცხვალაძე, TMC თბილისი: "პირველ რიგსი  მინდა  დიდი მადლობა  მოუხადო გულშემატკივარს და  მასპინძელ  გუნდს, ძალიან  მაგარი გუნდია, მეორე  წრეში ძალიან მოუმატეს. რამდენიმე  კომპონენტში გვაჯობეს,ასევე საკადრო პრობლემები გვაქვს. თელასის მერე  ალბათ ყველაზე  რთული თამაში იყო ეს და პირველ რიგში ეს მართვეს დამსახურება და ვფიქრობ რომ ოთხეულისთვის  სწორედ  ეს  გუნდი იბრძოლებს. ბევრი მომენტი გვქონდა რომელიც  ვერ გამოვიყენეთ გაავანალიზებთ ჩვენს შცდომებს  და  აუცილებლად  მოვუმატებთ." 

გურამ ხაჭაპურიძე,მართვე: "პირველ რიგში მინდა  მადლობა გადავუხადო მოწინააღმდეგეს და ქუთაისელ მაყურებლებს, რომლებმაც ჩემი აზრით ისიამოვნა ჩვენი ბრძოლის  უნარიანობით დალამაზი ფეხბურთით. მინდა მივულოცო მოწინააღმდეგეს ეს გამარჯვება. ჩვენი დღევანდელი მარცხის  მიზეზი ალბათ გამოუცდელობა იყო, ამ პრობლემასაც  მოვაგვარებთ. თამამად  შემიძლია ვთქვა, რომ პლეიოფში ვართ და  არავისთვის  არ  ვიქნებით იოლი მეტოქე."  

დღეს, ქუთაისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ბსუმ  ივერია 2017-ი უხვგოლიან დაპირისპირებაში  6:5 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში მცირე უპირატესობას ბსუ ფლობდა, განსაკუთრებით დაძაბული კი შეხვედრის  ბოლო წუთები იყო, როდესაც  თბილისურ კლუბს  ანგარიშის გათანაბრება  შეეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გატანილი გოლით  გოჩა გაბუნია გამოირჩა,  ივერიადან კი  საუკეთესო ლაშა ნამორაძე იყო.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს

ირაკლი გორგოშაძე, ბსუ: " ძალიან  კარგი შეხვედრა იყო, მოხარული ვარ  რომ  მოვახერხეთ შეხვედრაში გამარჯვება, ვიბრძოლეთ  და ამ  ბრძოლამ  შედეგი  გამოიღო. ვთვლი, რომ  დღევანდელ  შეხვედრაში  ვიმსახურებდით  მოგებას,ძალიან  კარგი  მეტოქე გვყავდა, თუმცა ფორტუნა ჩვენს  მხარეს  იყო." 

ზურა ცერცვაძე, ივერია 2017: " დაძაბული მატჩი იყო,  შეგვეძლო გამარჯვება, ძალიან  ცოტა  დაგვაკლდა. ახალი შეკრებილი გუნდი ვართ ჯერ კიდევ არ  ვართ კარგად შეთამაშებული, შემადგენლობაში  პრობლემები გვქონდა, რაც  მოკლე სათადარიგოთა  სკამით  გამოიხატა. ჩვენი  გუნდის  მიზანი  პლეი- ოფში  თამაშია."  

 



  © SBM, 2016-2024