ფუტსალის ლიგა | თელასმა თბილისი გაანადგურა!

ყველა სიახლე
22 თებერვალი 2019

ფუტსალის ლიგა | თელასმა თბილისი გაანადგურა!

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის X ტურმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი თელასი და აუტსაიდერი თბილისი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ბედი პირველივე წუთებზე გადაწყვიტეს „ენერგეტიკოსებმა“ და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 9-1 იმარჯვეს. მატჩში ორი გატანილი გოლით თავი ნუკრი ჭუმბურიძემ გამოიჩინა. გუნდებს შორის გამართული პირველი წრის შეხვედრაც თელასის უპირატესობით 4-1 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბექა ტყემალაძე, თელასი: „ვფიქრობ, რომ ანგარიშის მიუხედავად მაინც დაძაბული თამაში იყო. თბილისი საკმაოდ კარგი გუნდია. ჩვენი მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო. თითოეული ქულა მნიშვნელოვანია გუნდისთვის და ყველა მატჩს ფინალივით ვუყურებთ. მთლიანად ჩემპიონატი დაძაბულად მიმდინარეობს. კონკურენტი გუნდები კარგ ფორმაში არიან. შევეცდებით, რომ დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური ქულები ავიღოთ. თბილისს კი წარმატებებს ვუსურვებ.“

ფუტსალის ლიგის X ტური 23 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივერია 2017-ს დაუპირისპირდება,  ქუთაისის მართვე კი TMC თბილისს უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024