ფუტსალის ლიგა 2 | პსპ პირველად დამარცხდა!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2019

ფუტსალის ლიგა 2 | პსპ პირველად დამარცხდა!

ფუტსალის ლიგა 2-ს მეორე წრე პსპ-სა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყო. დაძაბული მატჩი „უნივერსიტეტელების“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეხვედრის პირველმა ტაიმმა გოლის გარეშე ჩაიარა. ოცდამესამე წუთზე ლუკა ფარცვანიამ შეძლო კსუ-ს დაწინაურება. ათ წუთში კი ლაშა ჯანელიძემ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. „უნივერსიტეტელები“ ბოლო წუთამდე ამ ანგარიშით ლიდერობდნენ, მაგრამ ნიკოლოზ კურტანიძემ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში „ფარმაცევტების“ გამარჯვებით 2:0 დამთავრდა.

ფუტსალის ლიგა 2-ს მეექვსე ტური 22 თებერვალს თსუ 2-სა და ილიაუნის დაპირისპირებით გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024