პატრული ოქროს ლიგის ერთპიროვნული ლიდერია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეხუთე კალენდარული ტურის შეხვედრებს ახალმა თბილისმა უმასპინძლა. ოქროს ლიგაში ერთმანეთს SSPS და პატრული დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში პატრულმა 6:4 იმარჯვა. SSPS-მა გაშვებული ორი გოლის შემდეგ ანგარიშის გათანაბერება შეძლო. ორ წუთიან ინტერვალში მიღებული სამი ბურთის შემდეგაც ორი შედეგიანი შეტევის განხორციელება მოახერხეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით და ორი საგოლე გადაცემით რევაზ ინჯგია გამოირჩა. ორი ბურთია მისი თანაგუნდელის, თამაზ მუზაშვილის ანგარიშზეც.
ტურის პირველ შეხვედრაში არმიამ ბაქსუვდს 2:0 სძლია. „ძალოვნები“ ოცდამერვე წუთზე შმაგი ჭოხონელიძემ დააწინაურა. ოცდამეთორმეტე წუთზე კი უპირატესობის გაზრდა ირაკლი ლატარიამ შეძლო.
ოქროს ლიგა მეექვსე ტურით 24 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელება.