ბრინჯაოს ლიგაში ძალთა თანაფარდობაა!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2019

ბრინჯაოს ლიგაში ძალთა თანაფარდობაა!

ახალ თბილისში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეხუთე ტურის კალენდარული შეხვედრები გაიმართა. ბრინჯაოს ლიგის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ბანკი და ნაბეღლავი დაუპირისპირდნენ. „ბანკირებმა“ აუტსაიდერთან დამაჯერებელი ანგარიშით 6:1 იმარჯვეს და ცხრილში ცხრა ქულით მესამე ადგილზე არიან. მატჩში დუბლით თავი დავით ჯანელიძემ გამოიჩინა. ნაბეღლავის რიგებიდან კი ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ლაშა სამხარაძეა.

ტურის სხვა შეხვედრაში McGill-ს სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდი შეხვდა და 6:5 მოუგო. პირველივე ტაიმში GSE-ს რიგებიდან გოგიტა ჩუბინიძემ სამი გოლის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში 5:1 იყო, თუმცა დარჩენილ დროში McGill-მა თამაშის შემობრუნება მოახერხა. ოცდამეცხრამეტე წუთზე გაფორმებული დუბლით ოთარ მგელაძემ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

დიპლომატ-ჯორჯიასა და ზოომარტი-ფიტნეს სთორის დაპირისპირება უგოლოდ ჩავლილი პირველი ტაიმის შემდეგ ფრედ 2:2 დასრულდა. ტურის პირველ შეხვედრაში ამავე ანგარიშზე გაიყარნენ ICR და m2.

მეხუთე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილზე 10-10 ქულით McGill და ICR არიან. ბრინჯაოს ლიგის მომდევნო ტური 3 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024