ოთარ მარცვალაძე: "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგი კალენდარული ტური მიმდინარეობს.დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ვითიბი ბანკი გლდანს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. სწორედ გლდანის რიგებში ჩაატარეს სადებიუტო მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა ლაშა სალუქვაძემ და ოთარ მარცვალაძემ. Sbm.ge პირველი შთაბეჭდილებების შესახებ სწორედ ამ უკანასკნელს გაესაუბრა.
ოთარ მარცვალაძე, გლდანი: დღევანდელ შეხვედრაში ჩემი დებიუტი იყო, გლდანის გუნდში. რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, ძლიერი მეტოქე გვყავდა ვითიბი ბანკის სახით და ვთვლი, რომ ფრე ლოგიკური იყო. მინი ფეხბურთთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ ზამთრის შესვენებებზე იყო, როდესაც პროფესიონალურ ფეხბურთს ვთამაშობდი. არ ველოდი თუ ასეთი რთული იქნებოდა. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენა, ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე, რომ არსებობდა მსგავსი ლიგა, ძალიან მომეწონა და ძალიან გამიკვირდა. კარგია, როცა მოთამაშეს ეძლევა საშუალება კვლავ გააგრძელოს იგივე სპორტული კარიერა, მე კიდევ ჩემის მხრივ ვეცდები გავაუმჯობესო ჩემი თამაშის ხარისხი.“