სუპერლიგის V ტური ვითიბისა და გლდანის დაპირისპირებით დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგ კალენდარულ ტურს მასპინძლობს. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ვითიბი ბანკი გლდანს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ვითიბი ბანკის ფეხბურთელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ შეხვედრაში პირველივე წუთზე მოახერხა საკუთარი გუნდის დაწინაურება, მალევე უპირატესობა გოგა სულაძემ გაზარდა, მატჩის მეორე ნახევრის საწყის წუთზე გლდანის კაპიტანმა შოთა უშარაულმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო წერტილი სადებიუტო გოლით ოთარ მარცვალაძემ დასვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
გოგა სულაძე, ვითიბი ბანკი: „ძალიან რთული თამაში იყო, პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა, მეორე ტაიმში ჩვენი შეცდომების ხარჯზე მოახერხეს გათანაბრება, საბოლოო ჯამში გაგვიჭირდა თამაში, თუმცა ფრე ლოგიკური შედეგია. გამოცდილი გუნდი იყო ჩვენი მოწინააღდეგე, დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გამოდგა და იმედია მაყურებელი კმაყოფილი დარჩა.“
დღის სხვა შეხვედრებში პსპ-მ ტვ იმედი მარტივად ანგარიშით 5:0 დაამარცხა, ნატახტარმა სფფ-ს 2:1 სძლია. სანახაობრივი გამოდგა მატჩი TTC-სა და საქართველოს ფოსტას შორის, დაძაბულ შეხვედრაში სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა ფოსტა 2:1 დაამარცხა.