"ბუკმეიკერთა დერბიში" აჭარაბეთმა მოიგო!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2019

ზამთრის შესვენების შემდეგ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი განახლდა.დაძაბული და  სანახაობრივი გამოდგა  ვერცხლის  ლიგის V ტურის  შეხვედრა აჭარაბეთსა და ევროპაბეთს შორის. „ბუკმეიკერთა დერბიში“ აჭარაბეთმა  3:1  სძლია  მეტოქეს და  სატურნირო  ცხრილში  კროკობეთი და აჭარაბეთი  13 ქულით პირველ - მეორე ადგილზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

დავით ჭეჟია, აჭარაბეთი: „პრინციპული მატჩი იყო სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე. პირველ ტაიმში  ერთი ბურთი გავუშვით და  ცოტა დავიბენით.  თუმცა მალევე  თავი ხელში ავიყვანეთ, ძალები მოვიკრიფეთ და შევძელით თამაშში გარდატეხის  შეტანა.  ჩვენი გუნდისთვის ყველაზე  უხერხული მეტოქე  კროკობეთია, იქიდან გამომდინარე  რომ  ერთადერთი გუნდია რომელთანაც  ნულოვანი ფრე  ვითამაშეთ  და  ქულები დავკარგეთ.“

ვერცხლის ლიგის  დღის სხვა შეხვედრებში სფფ-მ ავერსი 2:0 დაამარცხა,კროკობეთმა ენერგო-პრო-ს 5:1 სძლია.  ტურის  დარჩენილ შეხვედრაში კი ლიბერთი ბაკი კრედოს  დაუპირისპირდება.

 



  © SBM, 2016-2024