ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა TTC საქართველოს ფოსტის დაპირისპირებით განახლდა!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2019

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა  TTC  საქართველოს ფოსტის დაპირისპირებით განახლდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში  ზამთრის შესვენების  შემდეგ, ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის  2018/19 წლების სეზონი განახლდა. სათამაშო  დღის  პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სატრანსპორტო კომპანიის გუნდი და საქართველოს ფოსტას  დაუპირისპირდა, მატჩი TTC-ს გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის  რიგები დუბლი გურამ  ღლონტმა  გაიფორმა, ფოსტის მოთამაშეებიდან  ერთადერთი გოლის  ავტორი გიორგი ხმალაძეა.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

გურამ ღლონტი, TTC: „ ზამთრის  შესვენების  შემდეგ   განახლდა  ჩემპიონატი,  რაც  იმას  ნიშნავს, რომ გუნდები  ნელ-ნელა დავუბრუნდებით  ოპტიმალურ ფორმას. მიხარია, რომ  დღევანდელი შეხვედრა მოვიგეთ, მნიშვნელოვანია თამაში  იყო ჩვენი გუნდისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა   მოწინააღმდეგეს  და  ტურნირის  ორგანიზატორებს.“

დღის  სხვა  შეხვედრებში  ერთმანეთს  სუპერლიგისა და  ვერცხლის  ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.

 



  © SBM, 2016-2024