ფუტსალის ლიგა | თელასი პირველი წრის შემდეგ ლიდერია!

ყველა სიახლე
28 დეკემბერი 2018

ფუტსალის ლიგა | თელასი პირველი წრის შემდეგ ლიდერია!

ფუტსალის ლიგის პირველი წრე VII ტურის ცენტრალური შეხვედრით დასრულდა. ერთმანეთს დინამო სოხუმი და თელასი დაუპირისპირდა. „ენერგეტიკოსებმა“ კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 სძლიეს. ამ გამარჯვებით თელასი პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ტურის მესამე შეხვედრა კოლხი-გულრიფშსა და თბილისს შორის გაიმართა. აუტსაიდერმა გუნდმა პირველი სამი ქულა მოიპოვა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩი თბილისის სასარგებლოდ 4:3 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით ბექა მამაგულაშვილი გამოირჩა. კოლხი-გულრიფშიდან კი ამირან ცხომარიამ შეძლო ორი ბურთის დაქვითვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი სოზაშვილი, თელასი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება. დაძაბული მატჩი იყო. მეტოქე საკმაოდ გამოციდლი გუნდია. რთული თამაში გამოვიდა და მონდომების ხარჯზე მოვიგეთ. მწვრთნელის დავალება იყო, რომ 2018 წელი სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე დაგვესრულებინა და შევასრულეთ კიდეც.“

ბექა ონიანი, თბილისი: „პირველ რიგში, მინდა ბიჭებს მივულოცო, რადგან ჩვენთვის ეს გამრჯვება მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კოლხი საკამოდ გამოცდილი გუნდია, შარშანდელი ვიცე ჩემპიონია. მიუხედავად იმისა, რომ საკადრო პრობლემები აქვთ, მაინც მაღალი კლასის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რაც თამაშშიც გამოჩნდა. მატჩის გარდამტეხი მომენტი იყო, როცა 2:0-ზე სწრაფი გოლი გავიტანეთ და სხვაობა შევამცირეთ. ამან მეტი მუხტი შეგვმატა. ჩვენც გვაკლია რამდენიმე მოთამაშე და შევეცდებით მეორე წრეზე უკვე სრული შემადგენლობით უკეთესი შედეგი დავდოთ.“

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2019 წელს სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებს, სადაც გერმნიის, ისრაელისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შეხვედრები 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.



  © SBM, 2016-2024