ფუტსალის ლიგა 2 | "უნივერსიტეტელებმა" UG მარტივად დაამარცხეს!

ყველა სიახლე
25 დეკემბერი 2018

ფუტსალის ლიგა 2 |

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს  მეოთხე  ტურის  შეხვედრა  გაიმართა.   თბილსიის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  გუნდმა   დამაჯერებლად  სძლია  საქართველოს  უნივერსიტეტის  გუნდს ანგარიშით 3:1 და  სატურნირო ცხრილში  ლიდერობა  განიმტკიცა.

შეხვედრა პირველივე  წუთებიდანვე თსუ-ს უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის პირველ წუთზე ანგარიში ნიკა ხარატიშვილმა გახსნა, რის  შემდეგაც  მეტოქე  მდევრის  როლში იყო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

თემურ ჯაფარიძე, თსუ 2: „თამაშში პირველივე წუთებიდან უპირატესობა გვქონდა, შემდეგ კი დიდიხნის  განმავლობაში ვერ მოვახერხეთ  გოლის  გატანა, მეორე  ნახევარში  უფრო მობილიზებულები გამოვედით  და  შევძელით კიდეც უპირატესობის გაზრდა.  რაც შეეხება  მეტოქეს, ახალგაზრდული გუნდია, დასალაგებელი აქვთ ბევრი რამ, ამ ტურნირზე  კი ჩვენი მიზანი და  მოლოდინი გამარჯვებაა!“

მეოთხე  ტურმა სტარტი 23 დეკემბერს პსპ-სა და თელავის  დაპირისპირებით  აიღო. შეხვედრა  ფარმაცევტების  გამარჯვებით 6:1 დასრულდა. აღნიშნული ტურის  ბოლო  შეხვედრა 28 დეკემბერს გაიმართება კსუ ილიაუნის დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024