"ძალოვანთა დერბი" ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2018

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში  ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის 2018/19 წლების  სეზონის  მორიგი კალენდარული ტურის  შეხვედრები მიმდინარეობს.

დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა  ოქროს  ლიგის  IV ტურის  შეხვედრა არმიასა და SSPS-ს შორის. “ძალოვნების  დერბიში”  გუნდებმა ქულები გაიყვეს და ფრედ 5:5 ითამაშეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  გუნდი ოცდამეცამეტე  წუთზე შეხვედრას ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში  მეტოქემ წონასწორობის აღდგენა შეძლო. 

 სათამაშო  დღის  პირველ შეხვედრაში ერთმანეთს კრედო ბანკი და ავერსი დაუპირისპირდა.  მატჩი“ ბანკირების“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს

ილია თოლორდავა, ssps: “ დაძაბული მატჩი გამოვიდა, მოწინააღმდეგე ძლიერი იყო.ლოგიკური შედეგით დასრულდა მატჩი. ძალიან სერიოზული შეცდომები დავუშვით, უპირატესობას  ვფლობდით, თუმცა  ვერ შევინარჩუნეთ. მეტოქემ  იბრძოლა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ფრედ  დამთავრდა  მოგებასაც  იმსახურებდნენ.“

ირაკლი ლატარია, არმია: „რთულ თამაშს ველოდებოდით ვიცოდით, რომ მძიმე  ბრძოლა მოგვიწევდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ქვედა საფეხურებზე  ვიყავით  ორივე  გუნდი და  მნიშვნელოვანი თამაში იყო. თამაშის მოგება  ვერ შევძელით, ფიზიკური მომზადება  არ  გვეყო, რადგან მეტოქე  ძალიან  მომზადებული გამოვიდა და გაგვიჭირდა,  თუმცა  კმაყოფილები ვართ შედეგით.“

 

 



  © SBM, 2016-2024