კრედომ ავერსთან საჭირო სამი ქულა მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მორიგი კალენდარული დღის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს კრედო ბანკი და ავერსი დაუპირისპირდა. მატჩი“ ბანკირების“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე ლევან ჩიხრაძემ გახსნა, რამდენიმე წუთში სხვაობა ლევან დაბრუნდაშვილმა გაზარდა. მე-12 წუთზე ანგარიშის შემცირება ავერსის ფეხბურთელმა ნიკა გვაზავამ მოახერხა, თუმცა „ფარმაცევტებს“ წონასწორობის აღსადგენად ძალები აღარ ეყო.
ვალერი ზანგური, კრედო:„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წელი მოგებით დაგვესრულებინა, დაძაბული თამაშის ფონზე წარმატებულად შევასრულეთ ამოცანა.რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ძალიან კარგი გუნდია და იმედია პლეი-ოფშიც შევხვდებით. თითოეული მოთამაშე მოტივირებული გავედით მოედანზე, ვეთამაშეთ აქტიური პრესინგი რაც სავარაუდოდ მათთვის მოულოდნელი იყო. ვიცოდით,რომ ძლიერი გუნდი იყო ვერცხლის ლიგაში და მომზადებულები შევხვდით. ისეთი თამაში გამოვიდა როგორსაც ველოდით და ეს გამარჯვება ჯილდო იყო ნამდვილად.“
დღეს, ერთმანეთს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.