დინამო სოხუმმა ქუთაისის მართვეს მძიმე ბრძოლაში მოუგო!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის მეექვსე ტურის ორ შეხვედრას ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. მართვესა და დინამო სოხუმის დაპირისპირება დინამო სოხუმის გამარჯვებით ანგარიშით 5:1 დასრულდა.
სტუმრები გიგი მამალაძემ მატჩის მეათე წუთზე დააწინაურა, მეორე ტაიმის მეორე წუთზე კი უპირატესობა ლევან კობაიძემ გაზარდა. შეხვედრის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ანგარიშის სხვაობის შემცირება თამაზ გოგსაძემ შეძლო, თუმცა შოთა ჭანუყვაძის მესამე გარდამტეხი გოლის შემდეგ მართვემ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოახერხა.
დღის პირველ შეხვედრაში ბსუ თბილისს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშის სხვაობით 5:0 დაამარცხა.მეექვსე ტურმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო, TMC თბილისი კოლხს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. თელასსა და თსუ-ს შორის მატჩი 25 დეკემბერს 21:00 საათზე გაიმართება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
ლაშა სიგუნავა, დინამო სოხუმი: „პირველ რიგში შევაქებ ქუთაისის გუნდს,საკმაოდ მებრძოლი და კარგად დალაგებული გუნდია. სატურნირო მდგომარეობით ჩვენი უშუალო კონკურენტია და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ძალები შევალიეთ ამ თამაშს. შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი შოთა ჭანუყვაძის გოლი იყო. საერთო ჯამში ძალიან გაგვიჭირდა ამ თამაშში გამარჯვება და მინდა მივულოცო ჩვენს გუნდს ეს მოგება!“