ბსუ-მ პირველი გამარჯვება თბილისთან იზეიმა!

ყველა სიახლე
22 დეკემბერი 2018

ბსუ-მ პირველი გამარჯვება თბილისთან იზეიმა!

საქართველოს ფუტსალის  ლიგის  2018/19 წლების სეზონის მეექვსე ტური თბილისის ოლიმპიური სასახლიდან ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. სათამაშო დღის  პირველ  შეხვედრაში  ერთმანეთს   ბათუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  გუნდი და  "თბილისი" დაუპირისპირდა. მატჩი  უნივერსიტეტელების სასარგებლოდ 5:0 დასრულდა. შეხვედრაში  დუბლი გიორგი მამულაძემ გაიფორმა.

Sbm.ge   გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ბაჩანა აბაშიძე, ბსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „სამწუხაროდ ჩემპიონატის დაწყებიდან  ძალიან  დიდიხანი დაგვჭირდა გონზე  მოსასვლელად, თუმცა  მე  ვფიქრობ, რომ წინ უფრო რთული თამაშები გველის. მიუხედავად იმისა რომ, დღეს ასეთი ანგარიშით მოვიგეთ ეს იმას არ  ნიშნავს, რომ კარგი თამაში ვითამაშეთ და  კმაყოფილები ვართ. მადლობა მინდა  ვუთხრა  ბიჭებს, იბრძოლეს და თავი დადეს. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, ერთ-ერთი  ყველაზე არასასურველი გუნდია  თბილისის „თბილისი“, სწორ და  გამართეულ ფეხბურთს  თამაშობს  და ვუსურვებ წარმატებებს.  ჩვენ კი განვლილი თამაშებისგან განსხვავებით  უფრო დისციპლინირებულად  გამოვიყურებოდით დაცვაში  და   შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა."

 გიორგი მამულაძე, ბსუ: „დღეს  ჩვენ  ძალიან გვჭირდებოდა სამი ქულა, დავიხარჯეთ  ბოლომდე, ფორტუნაც  ჩვენს  მხარეს  იყო. ბევრი საგოლე  მომენტი  ჰქონდა ჩვენს მეტოქეს  თუმცა, ძალიან  ხშირად ვერ გამოიყენეს. ყველაზე  მეტად  კი ის მიხარია,რომ საკუთარ  კარში  გოლი არ გაგვიშვია.  ბსუ ყოველთვის  უხერხული და  რთული მეტოქე  იყო  ძლიერი  გუნდებისთვის  და  წელსაც შევეცდებით უფრო ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ.“

დღეს,  ასევე  ადგილობრივი მართვე  დინამო სოხუმს  ხვდება. მატჩზე  დასწრება  თავისუფალია.  

მეექვსე ტურმა  სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო, TMC თბილისი კოლხს დაუპირისპირდა და  მეტოქე  დამაჯერებლად  დაამარცხა.   



  © SBM, 2016-2024