ავერსმა და ევროპაბეთმა ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
16 დეკემბერი 2018

ავერსმა და ევროპაბეთმა ქულები გაიყვეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის მესამე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ავერსი და ევროპაბეთი დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო მატჩის შემდეგ გუნდებმა ქულები გაიყვეს. 27-ე წუთზე ევროპაბეთი გიორგი ლუკავას გოლით ანგარიში გახსნა. 33-ე წუთზე წონასწორობა დავით გითოლენდიამ აღადგინა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შედეგით ევროპაბეთი, აჭარაბეთთან და კროკობეთთან ერთად, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. სამივე გუნდს 7-7 ქულა აქვთ.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გოგა მამარდაშვილი, ევროპაბეთი: „რა თქმა უნდა, ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. განხილული გვქონდა რამდენიმე სტრატეგია. დაძაბული თამაში გამოდგა. ორივე გუნდს გვქონდა სახიფათო მომენტები. საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებდი ამ შეხვედრას და ვფიქრობ, ფრე ლოგიკური იყო.“

ვლადიმერ თაბუკაშვილი, ავერსი: „სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ნელ-ნელა ვცდილობთ გამოვასწოროთ. კონკრეტულად ამ მატჩში ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რაც ანგარიშზეც აისახა. ვეცდებით გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. დიდ მადლობას ვუხდი მოწინააღმდეგე გუნდს კარგი თამაშისთვის.“



  © SBM, 2016-2024